Skip to Content

ქსელის წევრები

ჩვენ გვყავს 34 წევრი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი სამდივნო, რომელიც ამჟამად ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრში მდებარეობს, ახდენს ქსელის საქმიანობის კოორდინაციას.

ჩვენი ქსელი ღიაა ახალი წევრებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, საქმიანობის პრინციპებს და რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ ქსელის მუშაობაში. 

31
ორგანიზაცია
3
ექსპერტი  

ორგანიზაციები

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი

IRC, 2010 წელს საქართველოში დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროებს საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების გაძლიერებაზე ზრუნვა წარმოადგენს. IRC-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მიგრაცია. ამ მიმართულების ფარგლებში IRC-ის განხორციელებული აქვს ევროკავშირის დაფინანსებული ფართომასშტაბიანი ინიციატივები, მათ შორის არის პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართვრლოში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, მიგრაციასა და განვითარებას შორის კავშირების განვითარებას და გაძლიერებას, არალეგალური მიგრაციის პრევენციას, უცხოელი მიგრანტებისა და დაბრუნებული ქართველების რეინტეგრაციის ხელშეწყობას. IRC მხარს უჭერს მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ასევე, მუშაობს ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობის შემცირებაზე და მოქალაქეობის არმქონეობის პრევენციაზე. IRC-ს აქვს საკონსულტაციო სტატუსი მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიაში, ასევე, არის მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელის (ENS) წევრი. IRC-ის საქმიანობის ძირითად არეალს საქართველო წარმოადგენს, თუმცა ორგანიზაცია პერიოდულად მონაწილეობს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე განვითარების პროექტებში.

ვებ-გვერდი

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)


კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი დაარსდა 2008 წელს კახეთის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აქტუალურ პრობლემებზე რეაგირების მიზნით. KRDF-მა მემკვიდრეობით მიიღო და განაგრძო ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) ინტეგრაციის პროგრამები იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოციალურად დაუცველი თემებისთვის NRC-ისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) მნიშვნელოვანი დახმარებით. 2014 წლიდან ორგანიზაციამ მოახდინა სერვისების დივერსიფიკაცია და გაზარდა საქმიანობის გეოგრაფიული არეალი. ადგილობრივი კონტექსტის ცოდნით და დიდი გამოცდილებით, KRDF არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ორგანიზაციათაგანი, რომელიც მუშაობს ხეობაში 2009 წლიდან, რომელიც მხარს უჭერს პანკისელ ახალგაზრდებს, ქალებს და სხვა დაუცველ ჯგუფებს სიღარიბის დაძლევაში, გაძლიერებასა და უფლებების დაცვაში.

ვებ-გვერდი​

​საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა 1996 წელს დააფუძნეს ადამიანებმა, რომელთაც სწამთ, რომ საქართველო ევროპულ ფასეულობათა ქვეყანაა. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ხელი შევუწყოთ დემოკრატიული და ეფექტური თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის დონის ამაღლებას და თემის განვითარების მხარდაჭერას. კივიტას გეორგიკას 4 ძირითად ღირებულებას წარმოადგენს მოთხოვნაზე და სამიზნე ჯგუფზე ორიენტაცია, თანასწორობა, ადამიანური რესურსი, მდგრადობა და ნდობა .ორგანიზაციის საქმიანობის წამყვანი სფეროებია: გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლება, თვითმართველობა და ადგილობრივი განვითარება, კრიზისული სიტუაციების მართვა, ახალგაზრდები და სამოქალაქო მონაწილეობა, საერთაშორისო თანამშრომლობა. 
 „ კივიტას გეორგიკა“ არის ევროპის ტრენინგ ორგანიზაციების (ENTO) და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სამოქალაქო ქსელის (CEE CN) წევრი, ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის ქსელის წევრი, კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის თანადამფუძნებელი და აღმოსავლეთის პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრი. პარტნიორული ურთიერთობა აქვს დამყარებული და ერთობლივი პროექტი განხორციელებული15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და კვლევით ცენტრებთან ევროპასა და აშშ-ში.

ვებ-გვერდი

მიგრაციის საკითხთა ადვოკატირების ქსელი

უფლებები საქართველოს ინიციატივის საფუძველზე 2021 წლის ნოემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ცხრა სამოქალაქო ორგანიზაციამ დააარსა მიგრაციის საკითხთა ადვოკატირების ქსელი (ANMI). 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უფლებები საქართველომ,  თანადგომა - რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ასოციაცია „ტოლერანტმა“, საქართველოს კარიტასმა, მიგრაციის ცენტრმა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, ასოციაცია მერკურმა, ტოკ-TV-მ და აფხაზინტერკონტმა.

ქსელის წევრები აერთიანებენ ძალისხმევას მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაში, მიგრაციის საკითხებზე შესაბამისი ადვოკატირების წარმოებაში. ქსელის საქმიანობას კოორდინაციას უწევს უფლებები საქრთველო.    

Web site

სფიჩი

„სფიჩი“ არის უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების დიასპორული პლატფორმა, რომელიც 2020 წელს ნიუ იორკში დაფუძნდა. იგი არის ერთგვარი ბაზა თანამედროვე და ისტორიული ემიგრაციის, სადაც თავმოყრილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში ( კულტურა, მეცნიერება, მედია, ციფრული ტექნოლოგიები, მედიცინა და სპორტი) მოღვაწე 600-მდე ქართველი პროფესიონალი.  

„სფიჩი“ წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესიონალების ჩართულობით და ხელს უწყობს მათ კავშირს სამშობლოსთან.

ღრმად გვწამს, რომ არსებული რესურსის მობილიზება და ინვესტირება სამშობლოში ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას და წარმატებას.  

Web site

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (AVNG)

​ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, 2003 წლიდან მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და GVB მსხვერპლებს უზრუნველყოფს ისეთი სერვისებით როგორიცაა სამართლებრივი დახმარება, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაცია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სხვა. 2007 წლიდან ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ინიციატივით მომზადდა ხუთი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება.

ძდექ-ი მრავალი წელია ატარებს ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფია ის ინსტიტუციები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობენ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. კერძოდ: მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები, ადვოკატები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე პირები, რათა გაიზარდოს მათი ცნობიერება ოჯახში ძალადობის პრობლემის თაობაზე და ხელი შეეწყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას


ვებ გვერდი​

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა

თანადგომა დაარსდა 2000 წელს და ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით. მისი მისიაა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისებისა და ადვოკატირების გზით. გარდა ამისა, თანადგომა ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციების, თემებისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარებას. ორგანიზაციის სერვისები ხელმისაწვდომია რეპროდუქციული ასაკის ზოგადი მოსახლეობისთვის, მაგრამ ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და ავითარებს პროაქტიულ პროგრამებს ქალებისა და რისკის ქვეშ მყოფი, მოწყვლადი ჯგუფებისთვის. თანადგომას აქვს ცენტრალური ოფისი თბილისში და 4 ფილიალი ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში. 

ორგანიზაცია აწარმოებს ორ პროგრამას: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრამას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამას. ვინაიდან თანადგომა ძირითადად მუშაობს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე და ამავე დროს მისი ბენეფიციარების დიდი წილი განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია, ორგანიზაციის ყურადღება გამახვილებულია მიგრანტების ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე - მათი ჯანდაცვის სერვისებზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.  

ვებ გვერდი​

ფონდი სოხუმი

​ფონდი „სოხუმი" 1997 წელს დარეგისტრირდა და 1999 წელს. 2019 წელს დაარსდა  ორგანიზაციის თბილისის წარმომადგენლობა. 2021 წლის 19 ოქტომბრიდან ორგანიზაციას ეწოდა ქალთა ფონდი „სოხუმი“. ორგანიზაცია მუშაობს დასავლეთ საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში: ქუთაისი, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, სამტრედია, ხონი, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი. ორგანიზაციის მისიაა ქალთა საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა მათი სოციალური, საგანმანათლებლო და სამართლებრივი შესაძლებლობების განვითარების, სქესთა შორის თანასწორობის მიღწევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით. ძირითადი მიმართულებები: გენდერული თანასწორობა, გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე, მშვიდობისმშენებლობა, ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა მხარდაჭერა, ახალგაზრდებთან მუშაობა, დევნილთა/ლტოლვილთა მხარდაჭერა

ვებ-გვერდი​

მიგრაციის ცენტრი

„მიგრაციის ცენტრი“ დაფუძნებულია საქართველოში. მისი დამფუძნებლები არიან საქართველოში მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნებული ემიგრანტები. „მიგრაციის ცენტრის“ საქმიანობის ძირითადი სფეროა ქვეყანაში მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბების და ინფორმირებული მიგრაციული პროცესების მხარდაჭერა.ორგანიზაცია დაფუძნდა 2013 წელს. იმავე წელს „მიგრაციის ცენტრი“ გახდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი საკონსულტაციო სტატუსით. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მიგრაციული პროცესების ინფორმირებულობის, საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ვებ-გვერდი

ასოციაცია მერკური

ასოციაცია „მერკური“ არის არასამეწარმეო, არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს სამეგრელოს რეგიონში 2004 წლიდან. ორგანიზაციის მისიაა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

მიზნები:

  • ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა, განათლება და ჯანდაცვა
  • საქართველოში საგანმანათლებლო ინივიატივების დანერგვა; საერთაშორისო და ადგილობრივ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობა

ორგანიზაციას განხორციეებული აქვს 200-ზე მეტი პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. 2018 წლიდან ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარი. 


FB გვერდი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი (SGRC) არის 2001 წელს საქართველოში დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, სამოაქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, ადამიანის უფლებების დაცვა, ადგილობრივი ახალგაზრდობის, მათ შორის, შშმ პირების განვითარებისა და საზოგადოებაში ინეტგრაციის ხელშეწყობა, გარემოს დაცვითი საქმიანობის მხარდაჭერა..

FB გვერდი

სათემო განვითარების პლატფორმა- CDP


სათემო განვითარების პლატფორმა (CDP) არის საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს მდგრადი ადგილობრივი თემების ჩამოყალიბებას საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში, მოწყვლადი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობის გზით, მხარი დაუჭიროს მწვანე განვითარებას. ქვეყანა. ორგანიზაცია დაარსდა 2022 წელს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა 2 პროექტი: 1. "ქალთა ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტი "ინფორმირებული საზოგადოება გოგონებისა და ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის"; 2. პროექტი "SHE's Great" დაფინანსებული "საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GSCD)" მიერ USAID-ის მხარდაჭერით, რომელიც ემსახურებოდა მოზარდების ფსიქო-სოციალურ გაძლიერებას.

CDP არის მიგრაციის სამოქალაქო საზოგადოებისა და სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წევრი. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებაა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ფსიქო-სოციალური გაძლიერება.​ 

 CDP FB page

საქართველოს კარიტასი

ააიპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ საქართველოში 1994 წელს დაფუძნდა და დღემდე აქტიურად მუშაობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროში. საქართველოს კარიტასი დაარსების დღიდან ემსახურება საქართველოს უპოვარ მოსახლეობას. ის ცდილობს ისეთი ქართული საზოგადოების შექმნას, რომელიც დაიცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და მათ ძირითად უფლებებს, რათა ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალეობა, სოლიდარობა და საზოგადოებრივი ინტერესი დომინირებდეს ინდივიდუალურ ინტერესებზე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს კარიტასი მიზნად ისახავს ადამიანური განვითარების და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობას, მოწყვლადი და ღარიბი ადამიანების შეწევნას და მათი თვით პასუხისმგებლობის და ღირსების წახალისებას.

„საქართველოს კარიტასი“ “Caritas Europa”-ს ქსელის და “Caritas Internationalis”-ის კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრია და ახორციელებს თავის საქმიანობას თავისი პროექტების და პროგრამების მეშვეობით, რათა დაეხმაროს მოწყვლად ადამიანებს - მარტოხელა მოხუცებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, უსახლკარო ადამიანებს, შშმ-პირებს, შინ მოვლის მწოლიარე პაციენტებს - მათზე ყოველდღიური ზრუნვით და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მეშვეობით. განვითარების კუთხით „საქართველოს კარიტასი“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ბავშვებისა და მოზარდების განათლებისა და პროფესიულ მომზადებაზე, ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების რე-ინტეგრაციაზე და სოფლის თემების განვითარებასა და გაძლიერებაზე.

ვებ-გვერდი​

საზოგადოებრივი დამცველი

„საზოგადოებრივი დამცველი“ საქართველოში 2009 წლის გაზაფხულის მოვლენების საპასუხოდ შეიქმნა. იმ დროს არარეგისტრირებულმა ორგანიზაციამ მოიზიდა ადამიანური და მატერიალური რესურსები ქუჩის საპროტესტო აქციების დასაკვირვებლად, ეს ინიციატივა წარმატებით განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. 2011 წლის 22 მარტს პოპულარული ინიციატივა „საზოგადოებრივი დამცველი“ დარეგისტრირდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირად.

„საზოგადოებრივ დამცველს“ აქვს საქართველოში დევნილთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვით მინიჭებული პირების ინტეგრაციის ხელშეწყობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება და იცავს მიგრანტთა, ლტოლვილთა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს და ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.

„საზოგადოებრივი დამცველი“ წარმატებით თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ვებ-გვერდი

ქეა კავკასია


ა(ა)იპ „ქეა კავკასია“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სოციალურ-ჰუმანიტარულ პროგრამებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ქეა“ კავკასიის რეგიონში 1989 წლიდან მუშაობს. ადრეული 2000-იანი წლებიდან ქეა კავკასიამ დაიწყო გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის გამომწვევი მიზეზებისა და სოციალური უთანასწორობის შემცირებას და მდგრადი განვითარებისთვის შესაფერისი პირობების შექმნას, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად. ქეას პროგრამები ფოკუსირდება ქალებზე, ახალგაზრდებზე, კონფლიქტით-დაზარალებული რეგიონის და შორეულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე..


ვებ-გვერდი

თანაზიარი


რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია: სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის დევნილების დახმარება - უფლებების დაცვა და დახმარება არსებული პრობლემების გადაჭრაში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი სოციალური რეაბილიტაცია, ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება სხვადასხვა სფეროში; ქალთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მესამე სექტორის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესი, ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნების განვითარება და ახალი ინიციატივების მხარდაჭერა. ცენტრის საქმიანობის სფერო მოიცავს ტრენინგების, რეაბილიტაციის, განვითარების, საკრედიტო პროგრამების, ჯანდაცვის, არჩევნების, ხალხის უფლებების დაცვას.

„თანაზიარი“ დაარსდა 2000 წელს და მუშაობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან: ქალებთან, ახალგაზრდებთან, ბავშვებთან, პატიმრებთან, პრობაციონერებთან, IGP-ებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან. ცენტრი მუშაობს სამეგრელოს რეგიონში და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროა: ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, ჯანდაცვა, პატიმართა უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, ტურიზმი, ეკოლოგია.​


FB გვერდი

კეთილდღეობის განვითარების ცენტრი

ორგანიზაცია შშმ პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა შიდა ქართლში, ასოციაციის დამფუძნებლები არიან ეტლით მოსარგებლეები. ორგანიზაციას მუშაობის მანძილზე არ შეუცვლია სამიზნე ჯგუფი, სამუშაო პრიორიტეტები და ამ სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

ორგანიზაციას აქვს გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა, ყავს პროფესიონალთა გუნდი და ეფექტურად მოღვაწეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, სოციალურად დაუცველ და დევნილ მოსახლეობასთან, ახალგაზრდებთან, ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან . „კეთილდღეობისა და განვითარების“ ცენტრი ხელს უწყობს და აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას, და მათი უფლებების დაცვას: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობას. ახალგაზრდული მიმართულებით კი ორგანიზაციაში ჩამოყალიბებულია „გორის ახალგაზრდული ცნეტრი“, რომლიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში.

ვებ-გვერდი

დემოკრატიის განვითარების ფონდი - საქართველო

„დემოკრატიის განვითარების ფონდი - საქართველო“ შეიქმნა 2021 წელს და არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ფონდის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა; საზოგადოების განათლების დონის ამაღლება; სამართლის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში; ადამიანის უფლებების დაცვა. 

ვებ-გვერდი​

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო წარმოადგენს საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ახალგაზრდობისა და სტუდენტების პრობლემების მოგვარებას მათი უფლებების დაცვის, ცოდნის მიღებისა და გაღრმავების, ინფორმაციული ვაკუუმის შევსების, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების პრაქტიკული ხელშეწყობის გზით, ასევე კომპეტენციების განვითარებას, პროფესიულ ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას.

ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი პროგრამული მიმართულებებით: ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა; მოხალისეობის ხელშეწყობა და განვითარება; დემოკრატიული მმართველობის/ავტონომიის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა, ორგანიზაცია არის ახალგაზრდული გაერთიანება „ევროკლუბის“ დამფუძნებელი.

ვებ-გვერდი​

საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია


საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია დაარსდა 1998 წელს და ეს არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია ლაგოდეხის რაიონში. ასოციაცია თავისი არასამეწარმეო, არაპოლიტიკური, არაკომერციული ხასიათის გათვალისწინებით, წარმოადგენს ხალხის ინტერესებს და იცავს მათ კანონიერ უფლებებს. ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის მისაღწევად. ორგანიზაციის საქმიანობა დაყოფილია რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა. 

ასოციაცია აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გააქტიურებისა და სახელმწიფო ორგანოებში მათი ინტერესების ადვოკატირების კუთხით.

FB გვერდი

ფონდი აფხაზინტერკონტი AIC

ორგანიზაცია დაარსდა 1997 წელს საქართველოში მცირე მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის, დევნილთა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, მარგინალური ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მისიით. ორგანიზაციის ოპერატიული არეალია იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი.

​ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროებია: მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო ტრენინგები ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ფერმერების მომზადება აგრობიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიებში, დარგობრივი ლიტერატურის გამოცემა, მოწყობა. სადემონსტრაციო ნაკვეთები, დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ინტერესების დაცვა, ადვოკატირება, ლობირება, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების და სხვა მარგინალური ჯგუფების ხელშეწყობა, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

ვებ-გვერდი​

უხუცეს ქალთა საბჭო

უხუცეს ქალთა საბჭო საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წლიდან მუშაობს პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიმართულებით. ქალთა საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ უხუცესთა კავშირთან და ხელს უწყობს ქალთა როლის გაზრდას სამოქალაქო ცხოვრებაში, ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და ოჯახში ძალადობის პრევენციაში.

უხუცეს ქალთა საბჭო არის ასევე პარტნიორი ორგანიზაცია მისი დამფუძნებელი ორგანიზაციის(კრდფ) და თანამშრომლობს ქალთა საკითხებთან მიმართებაში განხორციელებულ საქმიანობებში როგორც პანკისის ხეობაში, ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მუსლიმურ თემში.

ვებ-გვერდი​

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

სამოქალაოქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) არის საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული/არასამეწარმეო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროებს, ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების განვითარების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების, მათ შორის საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას და სამოქალაქო ინტეგრაციას წარმოადგენს.

ორგანიზაცია დაფუძნდა 2005 წელს და სხვა მიმართულებებთან ერთად ეწევა მოქალაქეთა/ ახალგაზრდების ინფორმირებას მიგრაციის მიმართულებით.

ვებ-გვერდი​

დავიწყოთ ახლა

ააიპ „დავიწყოთ ახლა“ არის საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული/არასამეწარმეო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ახალგაზრდების და ქალების გაძლიერება და მხარდაჭრა.

ორგანიზაცია დაფუძნდა 2012 წელს და ამ პერიოდიდან, აქტიურად მუშაობს რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების და ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, მათი უფლებების დაცვის და მათ საჭიროებებს მორგებული ადგილობრივი სერვისების შემუშავების კუთხით. 


FB გვერდი

ასოციაცია ტოლერანტი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ დაფუძნებულია 2001 წელს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიული პრინციპების დანერგვას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, აღმსარებლობის, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მშვიდობიან თანაცხოვრებას, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტეგრაციისა და დახმარების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას. გარდა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისა, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და 2016-17 წლებში განახორციელა და ამჟამადაც ახორციელებს საქართელოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო საქმიანობებს. 

განხორციელებული 22 პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მოწყვლადი ჯგუფები იყო 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთიდან, ყოფილი პატიმრები, ახალგაზრდა პრობაციონერები, შშმ პირები, მიგრანტები, ადგილობრივი თემები და სათემო გაერთიანებები, ობოლი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, პატიმარი ქალები, უმწეო მოხუცები, ბავშვები. „ტოლერანტმა“ წარმატებით განახორციელა და ამჟამადაც ახორციელებს ამ ჯგუფების ადაპტაციისა და ინტეგრაციის, სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, დასაქმების, განათლების, პროფესიული განათლების, სამედიცინო, იურიდიულ-სამართლებრივი, მცირე ბიზნესის დაწყებისათვის ხელშემწყობი საქმიანობები. 


ვებ-გვერდი

იგპ ქალთა ასოციაცია თანხმობა

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" არის საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული/არასამეწარმეო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს კონფლიქტის შედეგად/დევნილი ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვა, მათი ეკონომიკური გაძლიერება, ჯანმრთელობის და საგანმანათლებლო დონის ამაღლება. "თანხმობა" დაფუძნდა 1995 წელს და ამ დროიდან მუშაობს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების გაძლიერებაზე, მათ შორის, დევნილების, უმცირესობების, ხანდაზმულთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე. 


ასოციაციისთვის დევნილებთან დაკავშირებული საკითხები არის შიდა მიგრაციული პოლიტიკის ნაწილი. ამასთან, 2011 წლიდან "თანხმობა" მუშაობს საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებთან - საქართველოს მოქალაქეებთან - 3 მიმართულებით - სოციალური მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება. 2022 წ. 25 თებერვლიდან აქტიურად ჩაერთო უკრაინიდან ომის შედეგად გადაადგილებული პირების დახმარების პროცესში, და იმავე დროიდან არის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი.


ვებ-გვერდი

ჯეორჯია გლობალ ქონექშენს 

Georgia Global Connections (GGC) is a non-profit international organisation founded in 2017 by people working in the field of education, with the aim of promoting the strengthening of youth and commsdjkhasdkjhasdkjhunity/population in the country through the implementation of educational programs and international projects. Its founders believe that the synthesis of education, culture and communication enables development of the society and introduction of the European values.  

ორგანიზაციის საქმიანობის წამყვანი სფეროებია:

ახალგაზრდების განვითარება მათი სამშვიდობო განათლების პროგრამებში  ჩართულობით; სოციალური ტოლერანტობის გაზრდა მოზარდებში; ცხოვრებისეული უნარების განვითარება; ინტეგრაცია - მრავალფეროვანი კულტურების გაზიარების, გამოცდილების და ურთიერთობების საფუძველზე. 

სხვადასხვა კულტურებს, რელიგიებსა და ეთნიკურ საზოგადოებებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთობების ხელშეწყობა.

აუტისტური სპექტრის და ემოციური/ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის უფასო სერვისების შეთავაზების ხელშეწყობა, ბავშვის ადრეული ინტერვენციის ხელშეწყობა, და ბავშვის იზოლირებული, პასიური ადამიანიდან საზოგადოების დამოუკიდებელ, წარმატებულ და აქტიურ წევრად ჩამოყალიბების მხარდაჭერა.  

ჯეორჯია გლობალ ქონექშენს პარტნიორული ურთიერთობა აქვს დამყარებული და ერთობლივი პროექტი განხორციელებული აშშ-სა და ევროპის წამყვან ორგანიზაციებთან. 


ვებ-გვერდი

ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად"

ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად" არის საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული/ არასამეწარმეო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც 2013 წლის 29 იანვარს, იმერეთის რეგიონის ქ. წყალტუბოშია რეგისტრირებული. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის სფერო ადამიანის / ქალი უფლებების დაცვა , ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა. ძირითადი ბენეფიციარებია მოწყვლადი ჯგუფი, დევნილები, რეპატრიანტები, ეკომიგრანტები, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები და აგრეთვე სხვა დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა. ორგანიზაცია მუშაობს აგრეთვე, სხვადასხვა მიმართულებთ, როგორიცაა, საგანმანათლებლო , კონფიქტის, სახალხო დიპლომატიის გზით დარეგულირების საკითხებში ქალის როლის გაძლიერება და მასში ჩართვა. ახალგაზრდებთან მუშაობა.

ორგანიზაცი, უკვე მე-8 წელია წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სრულუფლებიანი წევრია. წყალტუბოს მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი,მერები ეკონომიკური განვითარებისთვის კომისიის წევრი. შშმ პირთა ხელშეწყობის კომისიის წევრი.


FB გვერდი

საერთაშორისო ასოციაცია "ქალი და ბიზნესი"

Iსაერთაშორისო ასოციაცია"ქალი და ბიზნესი"არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1998წ. ასოციაციის ძირითადი მიზანია მიკრო,მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ,ქალთა ჩართულობის გაზრდა სამეწარმეო საქმიანობაში, მათი უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა, ეკონომიკური და სამართლებრივი ცოდნის ამაღლების, საინფორმაციო- საკონსულტაციო მომსახურების ,ბიზნეს განათლებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების მეშვეობით დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის. ასოციაციაში გაწევრიანებულია 610 მეწარმე ქალი. 

ასოციაციას დაარსების დღიდან განახორციელებული აქვს რიგი პროექტებისა საქართველოს ყველა რეგიონში,რომელიც ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებას, მათ გაერთიანებას ღირებულებათა ჯაჭვებში კლასტერული წარმოების შექმნით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ბიზნეს და პროფესიულ სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გზით. აქვს ბიზნესინკუბაციის პროგრამების მართვის 15 წლიანი გამოცდილება .ასოციაცია მუშაობს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებთან, მათ შორის მიგრანტებთან და ხელს უწყობს დაბრუნებულ მიგრანტთა (ნებაყოფილობით ან რეადმისიის პროცედურების დაცვით დაბრუნებულნი ევროგაერთიანების ქვეყნებიდან) რეინტეგრაციას, რომელიც მიმართულია მათი შემდგომი დასაქმების მიზნით, შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის გაძლიერების, საკუთარი ბიზნესის მდგრადი შემოსავლებით უზრუნველყოფისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. 

ამასთან ასოციაციას განხორციელებული აქვს კვლევები, რომელიც მოიცავს შრომითი მიგრაციის თანამედროვე პროცესების, შრომით მიგრანტთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და სამშობლოში დაბრუნებულთა რეინტეგრაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის, გაწეული მუშაობის ანალიზს, პრობლებებს, რომლებიც წარმოიშობა მიგრაციის შედეგად ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. კვლევებში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი შრომითი მიგრაციის გენდერულ ასპექტებს, მიგრაციის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის სრულყოფის, მიგრანტთა დასაქმებისა და პროფესიული კვალიფიკაციის საკითხებს. გამოცემული აქვს პუბლიკაცია "შრომითი მიგრაციიის ძირითადი ტენდენციები , დემოგრაფიული მდგომარეობა და გენდერული ასპექტები, "არალეგალურ შრომით მიგრაციაში მყოფი ქალები". შრომით მიგრანტთა უფლებების დაცვისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა.




FB გვერდი

სამეცნიერი-ინლეტექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG)

RICDOG 2005 წლიდან ფუნქციონირებს იმერეთის რეგიონში და აქტიურად მუშაობს ერასმუს + პროგრამებში, რომლითაც ხელს უწყობს ლეგალური მიგრაციის განხორციელებას, კულტურულ გაცვლით საქმიანობას და ინტეგრაციას. ასევე ორგანიზაცია მუშაობს ქუთაისში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. პროექტი „STEP TOGETHER - ვიაროთ ერთად“ ფარგლებში, რომელსაც „მიგრაციის ცენტრი“თან ერთად ახორციელებდა (STREAMinG, ICMPD, SDC) შექმნა ქუთაისის უცხო ქვეყნის ინტეგრაციის სტრატეგია და ჩამოაყალიბა პლატფორმა, რომლის მეშვეობით ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხანგრძლივო დროით არიან ქალაქში ინტეგრაციის პროცესებში.


FB გვერდი

საქართველოს ევროკლუბები

"საქართველოს ევროკლუბები"-ს მიზნებია:
- "ევროკლუბების" სისტემის პოპულარიზაცია, დანერგვა და საქმიანობის მხარდაჭერა;
- თანატოლებთან კავშირების დამყარება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე;
- საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების გაცნობა/შესწავლა, კულტურული ტრადიციებისა და მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია; 
- ევროპული ფასეულობების პოპულარიზაცია და დანერგვა, ევროპის ქვეყნების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების გაცნობა/შესწავლა; 
- თემის მობილიზება და სათემო მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა; 
- ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მხარდაჭერა; 
- ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა.  

ორგანიზაციამ დააფუძნა „ღია სივრცე“ (www.facebook.com/OpenSpaceOzurgeti) - ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ საშუალება ერთმანეთს შეხვდნენ, განიხილონ, დაგეგმონ სხვადასხვა სახის აქტივობები თანატოლებისთვის, რაციონალურად გაატარონ თავისუფალი დრო. ორგანიზაციის წევრებს აქვთ „Erasmus +“ ფარგლებში აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება: ახალგაზრდების გაცვლები, ტრენინგები, სემინარები, სასწავლო ვიზიტი და ა.შ.  

ორგანიზაციას გააჩნია პროგრამის "ევროპის სოლიდარობის კორპუსი" აკრედიტაცია, როგორც მოხალისეების მიმღები და გამგზავნი მხარე.




ვებ-გვერდი

ექსპერტები​


ირაკლი კოკაია

მიგრაციის საკითხთა ექსპერტი

ალექსანდრე სვანიძე

მიგრაციის საკითხთა ექსპერტი

ლაშა საათაშვილი

მიგრაცია-მოქალაქეობის საკითხთა ექსპერტი