
Civil Society for Migration-online meeting
5 აპრილს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა ქსელის “სამოქალაქო საზოგადოება მიგრაციისთვის” წევრებთან ,ონლაინ პლატფორმაზე.
Სამუშაო შეხვედრაზე საუბარი იყო ქსელის მუშაობის პრინციპებზე,მის ღირებულებებზე, სტრატეგიულ მიზნებზე და ქსელის წევრობაზე.
Პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების ქსელი მიგრაციის უკეთესი პოლიტიკისთვის” ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ,,განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში” (STREAMinG) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMDPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
05.04.2023

საჯარო პოლიტიკის მონიტორინგი
22-25 მაისს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) ,,სამოქალაქო საზოგადოების ქსელი უკეთესი მიგრაციის პოლიტიკისთვის” პროექტის ფარგლებში, გამართას ტრენინგი Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.
Შეხვედრის მთავარი მიზანი საჯარო პოლიტიკის მონიტორინგი და შეფასება იყო. Ტრენინგი ჩაატარა ნანი მაჭარაშვილმა, პროექტის საჯარო პოლიტიკისა და ანალიზის ექსპერტმა
22.05.2023