
ქსელი „სამოქალაქო სექტორი მიგრაციისთვის“ ჩამოყალიბდა 2023 წელს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ქსელი უკეთესი მიგრაციის პოლიტიკისთვის“ ფარგლებში, როგორც საკოორდინაციო მექანიზმი და ექსპერტული რესურსი იმ ორგანიზაციებისა და პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ მიგრაციისა და მომიჯნავე თემებზე როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ველზე.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ქსელი უკეთესი მიგრაციის პოლიტიკისთვის“ ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მიერ „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
ქსელი წარმოადგენს მიგრაციისა და მომიჯნავე სფეროებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაერთიანებას. ჩვენი მისიაა სამოქალაქო სექტორის ფართო სპექტრის ჩართვა მიგრაციის სფეროს პოლიტიკის შემუშავებაში, სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება, საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების ხელშეწყობა.
The project "Civil Society for Migration" is implemented by the Innovations and Reforms Center (IRC), in frames of the project "Strengthening Development Impact of Migration in Georgia" (STREAMinG), implemented by the International Centre for Migration Policy Development (ICMPD) with the financial support of the European Union and Swiss Agency for Development and Cooperation (SDC).
ქსელის ზოგადი ამოცანები

წევრთა კონსოლიდაცია
მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია მიგრაციის სფეროში დადებითი ცვლილებებისთვის

მიგრაციის გამოწვევებზე მუშაობა
ეფექტური როლი ითამაშოს მიგრაციის საკითხებზე გამოწვევების იდენტიფიცირებაში, გადაწყვეტილების მიღებისა და ამ გადაწყვეტილებების აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესში
სტრატეგიული ამოცანები 2023-2024 წლებისთვის
მიგრაციის ქსელი დაფუძნდა 2023 წელს და, შესაბამისად, საქმიანობის პირველი ორი წლისთვის მისი სტრატეგიული ამოცანები განპირობებულია ქსელის ზოგადი ამოცანებისა და მიზნის ეფექტურად მიღწევისთვის
2023-2024 წლებისთვის ქსელის სტრატეგიული ამოცანები შემდეგია:
გააერთიანოს საქართველოს მასშტაბით მიგრაციისა და მომიჯნავე თემებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პირები - მინიმუმ ერთი ორგანიზაცია თითოეული რეგიონიდან
გააძლიეროს წევრების შესაძლებლობები და ჩართულობა მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების პროცესში და თანამშრომლობა ერთობლივი ინიციატივების კუთხით
2024 წლის ბოლოსთვის წარმოდგენილი იყოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიაში
ჩაატაროს მიგრაციის თემებზე ყოველწლიური ფორუმი, რომელიც გახსნის ფართო დისკუსიას მიგრაციისა და მომიჯნავე თემებზე
ჩვენი ღირებულებები
ქსელის წევრები იზიარებენ შემდეგ ღირებულებებს:

გამჭვირვალობა

ურთიერთპატივისცემა

თანასწორობა

კეთილსინდისიერება

ჩართულობა და წარმომადგენლობითობა

ანგარიშვალდებულება
ჩვენი მუშაობის პრინციპები
სელის ყველა წევრს შეუძლია ქსელის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში/საქმიანობაში თანასწორად მონაწილეობა
ქსელის ნებისმიერ წევრს შეუძლია ქსელის წინაშე ინიციატივის დაყენება
ქსელის ყველა საქმის/ღონისძიების/განცხადების მხარდაჭერა ყველა წევრისთვის სავალდებულო არ არის
ქსელის სახელით განხორციელებული საქმიანობა/ღონისძიება/განცხადება აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს ქსელის წევრებთან